LiftPass
მომსახურების პირობები
განახლებულია 17 ნოემბერი, 2026
LiftPass არის შპს ლიფტპასის სერვისი შენობის ლიფტის საბარათე მართვისთვის. პანელი აჩვენებს ოჯახს, ბარათს, ტერმინალს და გადახდებს. ეს პირობები აღწერს, როგორ გამოიყენება სერვისი.
ანგარიში
შესვლა ხდება საკუთარი ნომრით ან ელფოსტით და პაროლით. ანგარიში არ გადაეცემა სხვას. თითოეული როლი ხედავს მხოლოდ თავის დაკავშირებულ მონაცემს: ოჯახის წევრი თავის ოჯახს, კლიენტი თავის სადარბაზოებს, ადმინისტრატორი და მასტერი სრულ საოპერაციო სურათს.
ბარათი და დაშვება
ლიფტის ბარათი ეკუთვნის იმ ოჯახს, რომელზეცაა მიბმული. დაშვება ხდება ტერმინალზე ბარათის მიტანით. ტერმინალის მუშაობა დამოკიდებულია მოწყობილობასა და შენობაზე. თუ ოჯახზე ღიაა გადასახადი, რომელიც მგზავრობას აჩერებს, დაშვება აღდგება მისი დაფარვის შემდეგ.
თანხები
სააბონენტო, მგზავრობა და კლიენტის ერთჯერადი გადასახადი ეკუთვნის შესაბამის ჩანაწერს და შეიძლება შევიდეს კლიენტის ანგარიშში. ბარათის საფასური და LiftPass-ის ერთჯერადი გადასახადი კომპანიის შემოსავალია. ბალანსის შევსება ჯერ ოჯახის ბალანსია და შემოსავლად არ ითვლება, სანამ ბარათზე, სააბონენტოზე ან მგზავრობაზე არ დაიხარჯება.
გადახდა
ბანკით გადახდას ასრულებს ბანკი. LiftPass პანელში აჩვენებს მიღებულ შედეგს და ქვითარს. პანელში ნაჩვენები ჯამი ემთხვევა იმ ჩანაწერებს, რომელთა ნახვის უფლებაც ამ როლს აქვს.
კავშირი
შეკითხვა ან შენობის მიერთება შეგიძლიათ WhatsApp-ზე.