LiftPass

კონფიდენციალურობა

განახლებულია 17 ნოემბერი, 2026

LiftPass არის შპს ლიფტპასის საბარათე სისტემა შენობის ლიფტისთვის. ეს გვერდი აღწერს, რა ინფორმაციას ვინახავთ სისტემის მუშაობისთვის და ვინ ხედავს მას.

ანგარიში

ანგარიშზე ინახება სახელი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და პაროლი შესასვლელად. ანგარიშს აქვს როლი: ადმინისტრატორი, მასტერი, კლიენტი, ოჯახის წევრი ან სტუმარი. როლი წყვეტს, რომელი შენობა, სადარბაზო და ოჯახი ჩანს.

შენობა და ბარათი

სისტემა ინახავს კორპუსს, სადარბაზოს, ტერმინალს, ოჯახს და ლიფტის ბარათს, რომელიც ოჯახზეა მიბმული. ბარათის გამოყენება ტერმინალზე იწერება როგორც მგზავრობა, რომ ოჯახმა და შენობის წარმომადგენელმა ნახონ თავიანთი ისტორია.

გადახდები

ვინახავთ გადახდის თარიღს, თანხას, ტიპს და ქვითრის ნომერს. ტიპი შეიძლება იყოს სააბონენტო, მგზავრობა, ბარათის საფასური, ბალანსის შევსება ან ერთჯერადი გადასახადი. ბანკში გადახდას ამუშავებს ბანკი. LiftPass ინახავს შედეგს, რომ პანელში და ანგარიშზე სწორი თანხა ჩანდეს. საბანკო ბარათის სრულ ნომერს არ ვინახავთ.

ვინ ხედავს

ოჯახის წევრი ხედავს თავის ოჯახს. კლიენტი ხედავს იმ სადარბაზოებს, რომელთა ტერმინალიც მას ეკუთვნის. ბარათის საფასური და LiftPass-ის ერთჯერადი გადასახადი ადმინისტრატორისა და მასტერისთვისაა. სხვა როლს ეს თანხები არც სიაში უჩანს და არც ჯამში ემატება.

რამდენ ხანს

ჩანაწერი რჩება მანამ, სანამ ანგარიში, ოჯახი ან შენობა სერვისს იყენებს, და იმ ვადით, რაც ანგარიშის ან გადახდის ისტორიისთვის არის საჭირო.

კავშირი

კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ WhatsApp-ზე.